ახალ უმაღლეს სასწავლბელში ერთი საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან ნიუ უნის ადმინისტრაციის, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურების წარმომადგენლები,საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შეფასების სახელმძღვანელო და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მასთან შესაბამისობა.
მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.