ამ წუთებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით საკრებულოში “საქართველოს უნივერსიადა 2022”-ის, “ევროპის უნივერსიადა 2022”-ისა და “მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში” გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც საკრებულოს წევრებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორატისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/. ფესტივალის ფარგლებში, ნიუუნის შუამდგომლობით, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის დელეგაცია – სტუდენტები და პერსონალი, რექტორის, პროფესორ თამარ გარდაფხაძის ხელმძღვანელობით, – იმყოფება ფლორენციაში /იტალია/, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“ /16-18 ნოემბერი/. ფესტივალზე ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, აფილირებულმა პროფესორმა ნანა ციხისთავმა წარადგინა სამცხე-ჯავახეთის მხარე.
Read Moreვულოცავთ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს,
ეკონომიკის დოქტორ ნოდარ გრძელიშვილს ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვებას.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი გიწვევთ სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენციაზე „ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები“ კონფერენცია გაიმართება 2022 წლის 16 დეკემბერს. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული; კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი; კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება კრებულის სახით; თეზისები მიიღება 2022 წლის 1 დეკემბრამდე.
Read More2022 წლის 4 ნოემბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის პრევენციის შესახებ. შეხვედრას უძღვებოდა სასწავლებლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი. შეხვედრას ესწრებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის აკადემიური/მოწვეული პერსონალი.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი – ანა მაისურაძე 2022 წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფება ვეხტას უნივერსიტეტში /გერმანია/.
ანა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას:
ვეხტას(გერმანია) უნივერსიტეტი პირველია ახალი უმაღლესი სასწაწავლებელი – ნიუუნის პარტნიორებს შორის, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებშიც მოვიპოვეთ ერასმუს + – ის დაფინანსება 2022-2025 წლებში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდება ნიუუნის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 10 წარმომადგენლის მობილობა ვეხტას უნივერსიტეტში.
Read More2022 წლის 28 ოქტომბერს, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ეთიკის კომისიის საქმიანობის წესთან დაკავშირებით. შეხვედრას უძღვებოდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ივანე სეხნიაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ეთიკის კომისიის მუშაობის წესი, გასაჩივრების პროცედურა, ეთიკის კომისიის შემადგენლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნიუუნის სტუდენტები.
Read Moreახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი სწავლის სფეროების და რაოდენობების შესაბამისად:
ბიზნესის ადმინისტრირება:
ასოცირებული პროფესორი – 3 საშტატო ერთეული.

კომენტარები