თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეთავაზებული 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. განაცხადის გაკეთება შეუძლიათ ქართველ სტუდენტებს, კურსდმთავრებულებსა და მეცნიერებს.

პროგრამა სტუდენტებს საქართველოდან სთავაზობს სტიპენდიებს თურქეთის უნივერსიტეტებში (სახელმწიფო/კერძო),  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სხვადასხვა დარგში. სტიპენდია ფარავს თურქეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

პროგრამისა და მასპინძელი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.turkiyeburslari.gov.tr/index.php/en/.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ ონლაინ განაცხადის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/.

 

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური გისურვებთ წარმატებას!