მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, სტატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე მომუშავე ჯგუფის ჩართულობით, ჩატარდა სტრუქტურული ერთეულების წლიური ანგარიშების პრეზენტაცია. შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა განიხილეს 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და გასაუმჯობესებელი მხარეები. შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული, აკადემიური, მოწვეული პერსონალი, პროგრამის ხელმძღვანელები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე.