2022 წლის 16 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში ჩატარდა სტუდენტთა მეცხრე სამეცნიერო კონფერენცია “ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური პრობლემები” 2022. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო, მამოტივირებელი საჩუქრები, გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ გამარჯვებულები. კერძოდ:
I ადგილი – დავით მაისურაძე /ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი/, თემა: „საფეხმავლო ტურისტული ბილიკები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ხელმძღვანელი – პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი;
II ადგილი – ნიკა ხორავა /ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/, თემა: „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქმედითობა საერთაშორისო საჰაერო სამართლის პრინციპების დარღვევასთან მიმართებით რუსეთის ფედერაციის მაგალითზე“, ხელმძღვანელი – პროფესორი დავით გეფერიძე;
III ადგილი – რუსუდან ქურდაძე, ანა აროშიძე /ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი/, თემა: თანამედროვე ტალანტების მართვის სტრატეგია – ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში“, ხელმძღვანელი – პროფესორი ასმათ შამუგია.