ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. საკონკურსო ვაკანსიები:

1. სწავლის სფერო – ფსიქოლოგია: 

პროფესორი – 4 საშტატო ერთეული; 

ასოცირებული პროფესორი –  4  საშტატო ერთეული;

ასისტენტ – პროფესორი – 3 საშტატო ერთეული;

ასისტენტი – 7 საშტატო ერთეული.

2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა: 

პროფესორი – 2 საშტატო ერთეული;

ასოცირებული პროფესორი – 5 საშტატო ერთეული;

ასისტენტ – პროფესორი – 3 საშტატო ერთეული;

ასისტენტი – 2 საშტატო ერთეული. 

პროფესორის თანამდებობაზე  5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით;

ასისტენტის თანამდებობაზე  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 (ოთხი) წლის ვადით. 

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის დარგში (ფილოლოგია) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მიმართულებით. 

კონკურსის ვადები:

    • საკონკურსო საბუთების მიღება: 09.0202313.01.2023 წწ.;
    • კონკურსის I ეტაპი – საკონკურსო საბუთების განხილვა – შერჩევა: 20.01.2023 წელს და 23.01.2023 წელს;
    • კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება/კონკურსანტებისათვის გაცნობა: 201.2022 წელს;
    • კონკურსის II ეტაპი – საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – /სილაბუსის პრეზენტაცია; საჯარო ლექციის წაკითხვა; სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა/: 26.01.2023 – 27.01.2023 წწ.;
    • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: 30.2023 წელს;
    • კონკურსის საბოლოო შედეგების საჯაროდ გამოცხადება: 01.2023 – 06.02.2023 წწ.;
    • კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება: არაუგვიანეს 27.02.2023 წლისა.

კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;
გ)  შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
დ) უცხოეთში მიღებული განათლების (აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების) აღიარების დოკუმენტი, გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)   გამოქვეყნებული შრომების სია ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ზ) ავტობიოგრაფია CV;
თ) 1 ფოტო-სურათი 3X4-ზე;
ი) შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ი;
კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ. 

უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისთან გააფორმებს აფილირების ხელშეკრულებას;

საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საქმისწარმოების სამსახურში. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე. (მისამართი:  თბილისი,   ჭყონდიდელის N56) ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@newuni.edu.ge; (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.)