ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო  სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს სთავაზობს 2023-2024 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამებსა და საზაფხულო კურსებს. სასტიპენდიო პროგრამები მოიცავს სასწავლო პროგრამებს ლატვიის სხვადახვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში, 2023 წლის 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე, ონლაინ ვებ-გვერდის https://www.viaa.gov.lv/en/latvian-state-scholarships   საშუალებით.