2023 წლის 14 თებერვალს Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების და საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების მიზნით ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში სტუმრად იმყოფებოდა პარტნიორი რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ბუქარესტი) ორი პროფესორი: ლავინია სტანიცა და დანიელა ალექსანდრა. სტუმრებმა ვიზიტის ფარგლებში წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: ,,რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი“ და ,,მაიკროსოფტის მონაცემთა ბაზები და მართვის აპლიკაციების შექმნა“, გაიმართა დიალოგი დამსწრე აუდიტორიასთან – პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

რუმინელი სტუმრები გაეცნენ ადგილობრივ გამოცდილებას, თანამშრომლობას პარტნიორ უსდ-ებთან და ფონდებთან, ნიუუნის პროფესორთა და სტუდენტთა კონფერენციის მასალებს და სხვა.

ნიუუნის ადმინისტრაციასთან შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლების პერსპექტივები – დაიგეგმა ერთობლივი პროექტები,  2023 წლის შემოდგომაზე ნიუუნის  ადმინისტრაციის 2 წარმომადგენელის ვიზიტი ბუქარესტში, რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში.