ახალი უმაღლესი სასწავლებელი აკადემიურ პერსონალს სთავაზობს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის პრაქტიკის გავლას პოლონეთში, ვარშავის სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტში თემაზე – „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები“

განრიგი:
01.07 – ვარშავაში ჩასვლა და სასტუმროში დაბინავება;
02.07 – 05.07 – სააუდიტორიო მუშაობა;
05.07 – დასრულება;

ღირებულება ( მათთვის, ვინც ვერ მოიპოვებს სასწავლებლის დაფინანსებას) 350 ევრო

თანხაში შედის : სასტუმრო, საუზმე, სადილი, კონფერენციაში მონაწილეობა (ყველა, ვინც მონაწილეობს ამ პროგრამაში, ავტომატურად ხდება კონფერენციის მონაწილეც), ოფიციალური სადილი ყველა მონაწილესთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

1 აფილირებული აკადემიური პერსონალი მონაწილეობას მიიღებს სასწავლებლის სრული დაფინანსებით, ხოლო 1 არააფილირებული აკადემიური პერსონალი – ნაწილობრივი დაფინანსებით.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით!

კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების წარმოდგენა/გადარჩევა;
2. ზეპირი გასაუბრება

საკონკურსო მოთხოვნები:
1. ინგლისური, პოლონური ან რუსული ენის სრულფასოვანი ცოდნა;
2. პროექტების წერის გამოცდილება

საკონკურსო ადგილების რაოდენობა:
2 (ორი)

გასაუბრების თარიღი:
05.06.2019 – 14:00 – დოკუმენტების გადარჩევა
10.06.2019 – 13:00 – გასაუბრება

საკონტაქტო ინფორმაცია:
ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.
მის: ჭყონდიდელის #26, სართული III, ოთახი 30.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი – ნანა ციხისთავი
555 79 67 41
ntsikhi@gmail.com

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა ხუციშვილი -ბერუაშვილი – 551 222 535.
international@newuni.edu.ge