მიმდინარე წლის 9-10 ივლისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus + CBHE პროექტ ERIC-GE-ს მეორე ეროვნული შეხვედრა ჩატარდა.
სესიებს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი ორგანიზაცია – საქართველოს ტექნიკირი უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი, რომელსაც პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის წარმომადგენლები – რექტორები, პრორექტორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები – ესწრებოდნენ და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
ეროვნული შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განხილულ იქნა მომზადებული ანგარიშების დოკუმენტები, მიღწეული შედეგები და მომდევნო თვეებში განსახორციელებელი საქმიანობები.
შეგახსენებთ, რომ ERIC-GE ევროკომისიის საგრანტო კონკურსის Erasmus+ CBHE 2025 წლის გამარჯვებული პროექტია, რომლის კოორდინატორია სტუ-ს ინსტიტუტი ტექინფორმი. პროექტი მიზნად ისახავს
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კვლევისა და ინოვაციების გაძლიერებას და ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებში “მეცნიერებათმზომელობის” კურსის დანერგვას.


კომენტარები