ახალი უმაღლესი სასწავლებელი განაგრძობს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აბიტურიენტებთან შეხვედრებს.
ნიუ უნის სტუდენტთა თვითმართველობის წარმომადგენლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, მათ აბიტურიენტებს გააცნეს სასწავლებლის დაარსების ისტორია, ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტრუქტურა, აგრეთვე ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამები.

ნიუ უნი წარმატებებს უსურვებს აბიტურიენტებს!