12 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მასშტაბური ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტის შესახებ: ,,სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის”. პროექტი ითვალისწინებს 150 სტუდენტის და კურსდამთავრებულის შერჩევას ანაზღაურებად სტაჟირებაზე 50-ზე მეტ კომპანიაში და ამ გზით მათი კარიერული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ამ ეტაპზე პროექტს ჰყავს 40-მდე პარტნიორი კომპანია, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ მიმდინარე სტაჟირების ვაკანსიებს. საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლები დეტალურად გაგაცნობენ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის პირობებს და მიმდინარე სტაჟირების ვაკანსიებს. საინფორმაციო შეხვედრაზე მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSdzfEYJvTUwDf…/viewform

საინფორმაციო შეხვედრაზე სარეგისტრაციო ბმული რეგისტრაციის გავლიდან რამდენიმე დღეში მიიღებთ ZOOM-ის ბმულს.

იხილეთ პროექტის აღწერა – bit.ly/3EyMCgW

პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ICDC-ის მიერ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.