სლოვაკეთის სახელმწიფო ქართველი სტუდენტებისათვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2023-2024 სასწავლო წლისათვის. განცხადებების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრაზე, ასევე აპლიკანტების განცხადებების შესახებ იხილეთ ვებ.გვერდზე: www.scholarships.sk;

სტიპენდიის პროგრამაში განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილს, 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).

2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე გაიმართება ონლაინ ვებინარი სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე შემდეგი პლატფორმების მეშვეობით:

www.saia.sk/en/main/news/news/webinar-study-and-research-scholarships-to-slovakia

www.facebook.com/events/649168840550395

www.instagram.com/p/CqD16GCqYzz

2023/24 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისათვის განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბერი.  დამატებითი ინფორმაციისათვის სტუდენტები და დოქტორანტები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს – სილვია ლიპოვსკას: nsp-foreign2@saia.sk , ხოლო უნივერსიტეტების ლექტორები და მკვლევრები-ონდრეი არადსკის: nsp-foreign@saia.sk

ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური გისურვებთ წარმატებას!