ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და “საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, “საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი 2017” უზრუნველყოფს ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის “დიპლომატია და სამართალი”, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის, საბაკალავრო ნაშრომების და სხვა კვლევითი პროექტების ანტიპლაგიატის სისტემაში შემოწმებას.