2018 წლის ოქტომბერში გაფორმდა მემორანდული ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და ვარშავის ლინგვისტიკის კოლეჯს შორის. მემორანდუმის ფარგლებში, პარტნიორ დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ერთ-ერთი მხარის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, კონფერენციებში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. პარტნიორი დაწესებულებების სტუდენტებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი დიპლომები ან ახალ უმაღლეს სასწავლებელში საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიარონ სამაგისტრო პროგრამა ვარშავის ლინგვისტიკის კოლეჯში.

გარდა ამისა, ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ვარშავის ლინგვისტიკის კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ შემდეგ პროგრამებში:

  1. საკომუნიკაციო კომპეტენციის გაუმჯობესება B2 დონეზე

პროექტი შექნილია როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისთვის ასევე სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს ინგლისური/გერმანული/პოლონური ენის სიღრმისეულ შესწავლასა და შესაბამისი, B2 დონის სერტიფიკატის გაცემას. სწავლება მიმდინარეობს პოლონეთში, პროფესიონალ მასწავლებლებთან.

კურსის ღირებულება 350 ევრო.

  1. ორმაგი დიპლომი

ორმაგი დიპლომის პროგრამა მოიცავს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას ერთდროულად. სტუდენტები სწავლობენ მათ მიერ არჩეულ ძირითად სპეციალობაზე თავიანთ ქვეყანაში და WSL-ში.

ორმაგი დიპლომის სარგებელი

  • სტუდენტის გაზრდილი კონკურენტული უპირატესობა შრომის ბაზარზე, მსოფლიოს მასშტაბით;
  • უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესება;
  • ქვეყნის კულტურული და ტრადიციული მახასიათებლების გაცნობა.

ღირებულება:

ბაკალავრის ხარისხი: სწავლის პერიოდი –  3 წელი, გადასახადი 900 ევრო ( თითოეულ წელს 300 ევრო).