ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე;

სტუდენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 ავისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი, ჩამოეწერება (გაუნულდება) 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული დავალიანება.

შენიშვნა:

  • სტატუსშეჩერებულმა პირმა შეთავაზებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოს ნიუუნის ადმინისტრაციას;
  • სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • სტატუსაღდგენილი სტუდენტი ჩაერთვება სასწავლო პროცესში მას შემდეგ, რაც დაფარავს მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურს ნიუუნის მიერ დადგენილი წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირ(ებ)ი:

მედეა სამსიანი, საქმისწარმოების სამსახურის უფროსი; მობ. 599 057 166;

თამარ კოპალეიშვილი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი; მობ. 593 912 891;