1949 წლის 4 აპრილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია NATO დაარსდა.
მიუხედავად პოლიტიკური დღისწესრიგის მუდმივი ცვლილებისა და გამოწვევებისა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია რჩება ერთ-ერთ ძლიერ და მყარ გაერთიანებად.
4 აპრილს 17:00 საათზე YATA Georgia გამართავს კონფერენციას NATO-ს 72-ე იუბილესთან დაკავშირებით.
მომხსენებლები:
მესამე რანგის კაპიტანი პაპუნა დავითაია, საქართველოს სანაპირო დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
თემა: შესავალი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ: NATO 72 წლის წინ და დღეს.
გიორგი მუჩაიძე – ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
თემა: NATO 2030-ის მიზნები და გამოწვევები, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიმოხილვა.
Zoom-ის ლინკი გადმოგეგზავნებათ მეილებზე.