ახალ უმაღლეს სასწავლებელში სიახლეა, 2020 წლის 24 იანვარს,​ ჩატარდა ტურიზმის განვითარების ცენტრის- ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“ გახსნა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის ხელშეწყობით.

სხდომას ესწრებოდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პროფესორი, თამარ გარდაფხაძე, პროფესორი, ნოდარ გრძელიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ნანა ციხისთავი, ადმინისტრაციის თანამშრომლები და ​ სტუდენტები.

დაიგეგმა რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. საგულისხმო ფაქტია, რომ ამ ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერება 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ახალი უმაღლესი სასწავლებლის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს დელ-ბიანკოს ფონდის საერთაშორისო სიმპოზიუმში იტალიაში

ქ. ფლორენციაში.