ელექტრონული სწავლების საერთაშორისო მოდელი უახლეს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.
სასწავლო მასალა და ელექტრონული ლექციები ყველა სტუდენტისთვის არის ხელმისაწვდომი.
ყველა საგანი, რომელიც ამ სემესტრში იყო დაგეგმილი, სტუდენტებს სასწავლო ცხრილის ცვლილების გარეშე ელექტრონულად მიეწოდებათ.
16 მარტიდან  ნიუ უნის სტუდენტები სახლიდან გაუსვლელად სრულყოფილად ჩაერთვებიან აკადემიურ პროცესში, ლექციები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, სადაც სტუდენტები სახლიდან დარეგისტრირდებიან, შევლენ სისტემაში და მოისმენენ ლექციას.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილიდან აღდგება.