ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი ახალი უმაღლესი სასწავლებლის პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სამეცნიერო თანამშრომლობასა და გაცვლას/მობილობას ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ახალ უმაღლეს სასწავლებელს შორის.
- ძირითადი შემოთავაზება:
- კონსულტირება სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობების შესახებ;
- პარტნიორების მოძიებასა და სამეცნიერო კვლევით თანამშრომლობაში მხარდაჭერა;
- პრეზენტაციებისა და სემინარების გამართვა სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის;
- დახმარების აღმოჩენა საერთაშორისო სამეცნიერო კარიერის შექმნაში;
- კონსულტაციები და მხარდაჭერა სტიპენდიის მოსაპოვებლად.
შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან, ტობიას სტუდემანთან 2020 წლის 14 აპრილს 15:30-დან 18:30-მდე სკაიპის მეშვეობით Tobias Stüdemann Skype ან უშუალოდ ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურთან; ტელ.: +995555796741, ნანა ციხისთავი.
კომენტარები