” საქართველოს ოთხ სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუ უნი მეხუთე და საბოლოო აღმოჩნდა ჩემთვის. მხოლოდ აქ ვნახე საქმიანი პათოსით შეკრული მთელი სასწავლებელი. ნიუ უნიში მოსული სტუდენტი აღარსად დააპირებს წასვლას.
გახარებული ვარ, რადგან ვიპოვე ჩემი, როგორც სტუდენტის შესაფერისი ადგილი. საკუთარი გადმოსახედიდან, ნიუ უნი აერთიანებს ცოდნას, კვალიფიკაციას, თანამედროვე ტექნოლოგიების სწორად და აქტიურად გამოყენებას, თითოეულ სტუდენტზე ზრუნვას და მაქსიმალურ ჩართულობას იმაში, რომ სტუდენტმა მიიღოს ხარისხიანი განათლება, შეიძინოს სრულფასოვანი ინფორმაცია აკადემიურ ღონისძიებებზე საქართველოსა თუ მსოფლიო მასშტაბით.  კიდევ ბევრი რამ მაქვს სამადლობელი და საამბობი, თუმცა ყველაფრის დეტალურად გადმოცემა შეუძლებელია, იმდენია სათქმელი…
გულით ვუსურვებ უკვე ჩემს მშობლიურ ნიუ უნის მთელ გუნდს წარმატებას და წინსვლას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ”
მაია რიგვავა – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი