საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა საბჭოს ონლაინ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. რექტორთა საბჭოზე ორი ძირითადი საკითხი განიხილეს: საუნივერსიტეტო სივრცეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის, სასწავლო ლაბორატორიებისა და შიდა საგამოცდო ცენტრების და სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა.

მიხეილ ჩხენკელმა უნივერსიტეტების რექტორებს მადლობა გადაუხადა კრიზისულ სიტუაციაში უმოკლეს დროში რესურსების მობილიზაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით განხორციელებისთვის. მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეკომენდაციების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.