🇪🇺🇬🇪ახალ უმაღლეს სასწავლებელში 2019 წლის 12-13 დეკემბერს ლექციების პირველი 5-10 წუთი დაეთმო საუბარს ევროსაბჭოსა და ამ ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის შესახებ, ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსია ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით. სასიხარულოა , რომ 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა და 6 თვის განმავლობაში საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვაში.
საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ.🇪🇺🇬🇪🇪🇺🇬🇪

დისკუსია