ახალი უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსებით გამოიცა ნიუ უნის აფილირებული პროფესორის ნოდარ გრძელიშვილის წიგნი „ევროკავშირის ქვეყნების რეგიონული პოლიტიკა“, რომელშიც განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ჩამოყალიბების ეტაპები, მიზნები და ამოცანები და აგრეთვე სხვა მინიშვნელოვანი საკითხები.
სამშაბათს, 23 აპრილს, 13:00 საათზე ახალი უმაღლესი სასწავლებლის ბიბლიოთეკაში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.

დასწრება თავისუფალია.