ცხადდება ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის თემაზე „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“. მონაწილეობის მსურველებმა უნდა მოამზადონ ესე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით, ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ.
3 საუკეთესო ესეს ავტორებს გადაეცემათ 150 ევროს ეკვივალენტის ღირებულების ვაუჩერი და ექნებათ საშუალება აირჩიონ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
🏆 “ბიბლუსის“, “ამაზონის” წიგნების გამოწერის ვაუჩერი
🏆 ხელმოწერა ელექტრონულ ბაზაზე, ან ონლაინ რესურსებზე
🏆 ელექტრონული რიდერი (Kindle) 1 წლიანი ვაუჩერით
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ სტუდენტს.
წინასწარ დარეგისტრირებულ სტუდენტებს პირადად დაეგზავნებათ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ვიდეოლექციები 25 მაისიდან 15 ივნისამდე პერიოდში.
ამისათვის გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია 25 მაისამდე ელ-ფოსტაზე aa@parliament.ge შემდეგი სახის ინფორმაციის გამოგზავნის გზით:
◾️ სახელი, გვარი
◾️ უმაღლესი სასწავლებელი, სპეციალობა, კურსი
◾️ საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი)
◾️ თემის სათაური
ესესთვის შესარჩევი სპეციფიკური თემების ჩამონათვალი და კონკურსის შესახებ ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://aa.ge/sc/ec/
ონლაინკონკურსი ტარდება ევროინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი.