2023 წლის 4-9 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ  ქ. პრაღასა (ჩეხეთი)  და დრეზდენში (გერმანია).

ვიზიტის ფარგლებში ქ. პრაღის პან ევროპულ უნივერსიტეტსა და  ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. გაიმართა შეხვედრა პან ევროპული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება. ამასთან, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუუნის რექტორმა პან ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლები მოიწვია საქართველოში.