2023 წლის 11 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლეველი – ნიუუნის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნანა ციხისთავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიწვევით იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამ დღეს გაფორმდა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ შესანიშნავი მასპინძლობა გასწია, საინტერესო საუბარი გაიმართა  კონცეფციის -უნივერსიტეტი და დიპლომატია – შეთანაწყობაზე. დაიგეგმა მრავალი ერთობლივი აქტივობა, მათ შორის, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი და საჯარო ლექცია ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში.