ვიშეგრადის ფონდის სასტიპენდიო პროგრამა არის სპეციფიკური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიშეგრადის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად. სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე მკვლევრებს. აპლიკანტს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კონკურსში, გავლილი უნდა  ჰქონდეს ბაკალავრიატის/საბაკალავრო პროგრამის 4 სემესტრი ან მაგისტრატურის/სამაგისტრო პროგრამის 2 სემესტრი. უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვისაც  მონაწილეობა არ მიუღია ვიშეგრადის ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ფონდის ვებ-გვერდზე: www.visegradfund.org.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 მარტი.