გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ FUBiS – Freie Universität Berlin-ის  საერთაშორისო ზაფხულის და ზამთრის უნივერსიტეტის პროგრამაში,  რომელიც ჩატარდება 2022 წლის ზაფხულში, ორ ეტაპად, კერძოდ:

  • II ნაკადი – 04 ივნისიდან 16 ივლისამდე;
  • III ნაკადი – 23 ივლისიდან 20 აგვისტომდე.

განაცხადების მიღების ვადები ონლაინ ან ბერლინში: I ეტაპი – 07 მაისამდე; II ეტაპი – 25 ივნისამდე,

FUBiS – არის ინტენსიური აკადემიური პროგრამა, რომელიც ხორციელდება Freie Universität Berlin-ში, სამიდან ექვს კვირამდე და ტარდება ერთხელ ზამთარში (I ნაკადი – 3 კვირა) და ორჯერ ზაფხულში (II ნაკადი – 6 კვირა და III  ნაკადი – 4 კვირა). FUBiS გთავაზობთ კურსებს სხვადასხვა თემებზე, ასევე გერმანული ენის ინტენსიურ და ნახევრად ინტენსიურ გერმანულ კურსებს ბერლიში და ონლაინ. საგნობრივი კურსები შეთავაზებულია ინგლისურ ან გერმანულ ენებზე.

პროგრამის დასასრულს, უცხოელი სტუდენტებზე გაიცემა სერთიფიკატი ECTS კრედიტის მითითებით.

შენიშვნა: თარიღი და დრო

  • II ვადა – 04.06.-16.07.2022წ.; ბოლო ვადა: 07.05.2022წ
  • III ვადა – 23.07.-20.08.2022წ.; ბოლო ვადა: 25.06.2022

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://www.fu-berlin.de/ru/sites/moscow/calls/