2021 წელს ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პროფესორ მანანა ალადაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად იყვნენ ჩართულნი რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მოძრაობა – „ტურიზმი საზღვრების გარეშე“ პროექტში: ,,ფლორენცია მსოფლიოში და მსოფლიო ფლორენციაში“.
პროექტს კოორდინაციას უწევდნენ: ფონდის მხრიდან მისი აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი სიმონე ჯომეტი, ხოლო ნიუუნის მხრიდან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი.
2021 წლის ნოემბერში გაიმართა პირველი სიმპოზიუმი „მსოფლიო ფლორენციაში“, რომელზეც ნიუუნის სტუდენტებმა პროფესორებისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით წარადგინეს თემა: „ქვემო ქართლის კულტურული მრავალფეროვნება“, ასევე ქვემო ქართლის კულტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობების ამსახველი პლაკატები. მოსამზადებელ სამუშაოებში ნიუუნის მხარდაჭერასა და დახმარებას უწევდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტი ლამარა ბექაური.
სომპიზიუმში ,,მსოფლიო ფლორენციაში“ აქტიური მონაწილეობისათვის ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტებსა და პროფესორებს დელ ბიანკოს ფონდის სერტიფიკატები გადაეცათ.
ნიუუნის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა მონაწილეს და წარმატებას უსურვებს ერთობლივ საქმიანობაში, რომელიც მომავალშიც გრძელდება.