2022 წლის 25 ივნისს ჩატარდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთობლივი კონფერენცია – ,,მდგრადი ტურიზმი – ეკონომიკის ხელშემწყობი ფაქტორი“.
პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლებიდან ერთ-ერთ ულამაზეს ლოკაციაზე – არწივის ხეობაში.
კონფერენციის მონაწილეები წარსდგნენ მრავალფეროვანი, საინტერესო მოხსენებებითა და პრეზენტაციებით, ამასთან, მოინახულეს ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქ. დედოფლისწყაროში, სადაც დაათვალიერეს საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, გაეცნენ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თავისებურებებს; აგრეთვე ხორნაბუჯის ციხე, ელია თეზბიტელის მონასტერი. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ,,მეგობართა ასოციაციის“ ხელშეწყობით განხორციელდა არწივის ხეობაში მობინადრე ფრინველებზე დაკვირვება.