ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სრული დაფინანსებით გამოიცა სახელმძღვანელო „მიკროეკონომიკა“ აფილირებული პროფესორის ლამარა ბერიძისა და მოწვეული პროფესორის, მანანა ჭიპაშვილის ავტორობით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
სახელმძღვანელოში თემების შესაბამისად მოცემულია საკონტროლო კითხვები, ტესტები, სავარჯიშოები და ამოცანები, რაც მას ანიჭებს კომპლექსურ ხასიათს.