📣📣​ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი, პროფესორი თამარ გარდაფხაძე და ამავე სასწავლებლის აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი მიწვეული არიან ქ. ფლორენციაში(იტალია) საერთაშორისო სიმპოზიუმზე ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“, რომელიც გაიმართება 2020 წლის 13-15 მარტს. სიმპოზიუმზე ქალბატონი თამარ გარდაფხაძე და ბატონი ნოდარ​ გრძელიშვილი წარსდგებიან ერთობლივი მოხსენებით ,,რელიგიური ტურიზმის ფაქტორები საქართველოში და მისი სამართლებრივი ასპექტები“.
ნაშრომი დაიბეჭდება ფონდის სპეციალურ გამოცემაში გარდა ამისა, პროფესორი თამარ გარდაფხაძე რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით შეასრულებს აღნიშნულ სიმპოზიუმზე ექსპერტის მოვალეობას.
ფლორენციის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ოფიციალურად ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ახალ უმაღლეს სასწავლებელსა და რომუალდო დელ ბიანკოს ფონდს შორის.
აღნიშნული სიმპოზიუმის პროგრამაში და ბეჭდურ გამოცემაში რომუალდო დელ ბიანკოს სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების ლოგოებთან ერთად გამოყენებული იქნება ახალი უმაღლესი სასწავლებლის ლოგო.
ფლორენციის საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიწვეული არიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, ტურისტული კომპანიები, საელჩოები. რომუალდო დელ ბიანკოს ფონდი სთავაზობს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსაც მონაწილეობის მიღებას იმავე სიმპოზიუმის სტუდენტების აქტივობაში. სტუდენტებს ევალებათ, წარმოადგინონ პლაკატი და კონცეფცია თემაზე: ,,კულტურული მემკვიდრეობა მშვიდობისათვის“, ასევე ისაუბრონ ცალკეულ სექციაზე საკუთარი პლაკატის კონცეფციის შესახებ.
დელეგაციის ყველა წარმომადგენელი მიიღებს ფლორენციის საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის სერტიფიკატს, გაცემულს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიერ.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სასწავებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს
☎️T: 555-79- 67 -41