სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2020 წლის 20 ნოემბერს, ცენტრის ახალი ხუთწლიანი (2021-2025 წლები) სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის და უკუკავშირის მიღების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები დაიწყო.

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული დოკუმენტები, ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების წინაშე წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი თამარ გარდაფხაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია გოგოლაური.

СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა/პრეზენტაცია ჩატარდება Zoom-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.

ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:

  • ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
  • ინტერნაციონალიზაცია;
  • სერვისების განვითარება;
  • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
  • უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება.