ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო პან-ევროპული უნივერსიტეტის შემოთავაზება, რომ პან ევროპული უნივერსიტეტი ახალი უმაღლესი სასწავლებლიდან მიიღებს სტუდენტებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით და ერთ სემესტრს სტუდენტები გაივლიან ბრატისლავას უნივერსიტეტში უფასოდ იმ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც მობილობით იქნებიან მივლენილი აღნიშნულ უნივერსიტეტში ერაზმუს+-ის პროგრამით.
20 ივნისს ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორის , პროფესორ თამარ გარდაფხაძისა და ბრატისლავას(სლოვაკეთი) პან-ევროპული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯურაი სტერნის მიერ.
ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ჩატარდა სტუდენტებთან გასაუბრება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ნიუ უნის ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი დალაქიშვილი გაივლის თავისის პროფილის შესაბამის საგნებს და იმავდროულად ახალი უმაღლესი სასწავლებლის მიერ მოხდება მათი კრედიტების აღიარება.
ერთი სემესტრის განმავლობაში ნიუ უნის სტუდენტი თავისუფლდება სწავლის საფასურისგან.