ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: პლაგიატი და აკადემიური კეთილსინდისიერება, რომელსაც უძღვებოდა ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.
შეხვედრაზე განხილული იყო პლაგიატის სახეების, პრევენციის და ძირითადი ნიშან-თვისების შესახებ. ასევე, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია პლაგიატის თავიდან აცილების გზებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების შესახებ