ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სტუდენტები და პერსონალი 2022 წლის 16-18 ნოემბერს მონაწილეობს ფლორენციის /იტალია/ საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიო ფლორენციაში“. 2022 წელს ფესტივალზე ნიუუნის მიერ წარდგენილია სამცხე-ჯავახეთის მხარე (პრეზენტაცია და კლიპი).
პრეზენტაციისა და კლიპის წარდგენის შემდეგ რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სიმონე ჯიომეტი გვწერს:
„შთამბეჭდავი თხრობაა… გულითადად გილოცავთ მთელ ჯგუფს და სტუდენტებს. თქვენ სიღრმისეულად გადმოსცემთ საქართველოს სულიერებას და სტიმულს აძლევთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა ითანამშრომლოს თქვენთან ცოდნის გასაღმავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი რექტორის – თამარ გარდაფხაძის ლიდერობით ნიუუნი გახდება ადგილობრივ ადმინისტრაციებთან სინერგიული თანამშრომლობის მოდელი საქართველოს რეგიონების განვითარების კუთხით…“
კონფერენცია „მსოფლიო ფლორენციაში“ 2022 წელს იმართება ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის პარტნიორობითა და პატრონაჟით, რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.