2021 წლის 11 თებერვალს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფ. მანანა ალადაშვილმა და საერთაშრისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფ. ნანა ციხისთავმა, მონაწილეობა მიიღეს რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის (ფლორენცია, იტალია) მოძრაობის ,,ტურიზმი საზღვრების გარეშე“ მიერ ორგანიზებული გამოფენის ,,ფლორენცია მსოფლიოში და მსოფლიო ფლორენციაში“ საზეიმო გახსნაში (მიმდინარეობდა ონლაინ).
უახლოეს მომავალში უკვე საქართველოში ახალი უმაღლესი სასწავლებელი უმასპინძლებს გამოფენას ,,ფლორენცია მსოფლიოში, მსოფლიო ფლორენციაში“.