ამა წლის 23 სექტემბერს, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნიში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.

შეხვედრა დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების განხილვას, პლაგიატის პრევენციის მექანიზმებსა და სასწავლო პროცესში ანტიპლაგიატის პროგრამის ეფექტიან გამოყენებას.

შეხვედრა ჩატარდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და მას უძღვებოდა  ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ სანადირაძე.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხები:

  • აკადემიური კეთილსინდისიერება და ეთიკა: ყურადღება გამახვილდა სტუდენტის ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზე, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებსა და იმ ღირებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ხარისხიან სასწავლო და კვლევით საქმიანობას.
  • ანტიპლაგიატის სისტემის მუშაობის პრინციპები: სტუდენტებს დეტალურად განემარტათ ანტიპლაგიატის პროგრამის ფუნქციონირების მექანიზმები, ტექსტის ორიგინალობის შემოწმების ეტაპები და პროგრამული რეპორტების სწორად ანალიზის მეთოდები.
  • პლაგიატის პრევენცია: შეხვედრაზე განიხილეს პლაგიატის თავიდან აცილების პრაქტიკული გზები, წყაროების სწორი ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის დამოწმებისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI)  გამოყენების წესები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტური ნაშრომების შესაბამისობას აკადემიურ სტანდარტებთან.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და პრაქტიკული რჩევები სასწავლო და კვლევითი ნაშრომების მომზადების პროცესში აკადემიური სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით.