პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების შეთავაზება ნიუუნის სტუდენტებს

2023 წლის 24 აპრილს ახალი უმაღლესი სასწავლებელი –  ნიუუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნანა ციხისთავი შეხვდა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს.

დამსწრე აუდიტორიას ნ. ციხისთავმა გაუზიარა ინფორმაცია პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების შემოთავაზებების თაობაზე, კერძოდ, ტორუნის (პოლონეთი) კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის, ბერლინის თავისუფალი უნივერსტეტის ტრენინგების და სამაგისტრო პროგრამების; რომუალდო დელ ბიანკოს ფონდის მიერ ინიცირებული სემინარის  (ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის) შესახებ.

შეხვედრაზე გაჟღერდა ასევე ერასმუს+ ეგიდით სტუდენტებისათვის დაფინანსებული პროგრამები  ვეხტას უნივერსიტეტსა (გერმანია) და რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (რუმინეთი).

შეხვედრა იყო ინფორმაციული ხასიათის, წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებმა გამოთქვეს მზადყოფნა და მოტივაცია პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე.