ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 20 წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი – ნიუუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გულნარა იმედაშვილმა მონაწილეობა მიიღო ღონისძებაში – „სამეცნიერო ოცი“.
ღონისძებაზე მონაწილეებმა ერთმანეთს შეუთავსეს სასიამოვნო სასარგებლოს და სამეცნიერო პრაქტიკისთვის აუცილებელი სერვისი მიიღეს, კერძოდ:
ციტირების ინდექსის დადგენა – შეისწავლეს ავტორის ციტირების მაჩვენებლის მოძიება და განსაზღვრა (ციტირების და H-ინდექსები) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების, Scopus-ისა და Web of Science-ის გამოყენებით;
Google Scholar-ში ავტორის პროფილის შექმნა და მართვა – შეიძინეს პროფილზე სამეცნიერო პუბლიკაციების ასახვისა და ციტირების მაჩვენებლების განსაზღვრის უნარი;
მკვლევრის პროფილის შექმნა და მასალების განთავსება Openscience.ge-ზე – მასტერკლასზე დაამუშავეს ღია სამეცნიერო რეპოზიტორიუმში (Openscience.ge) მკვლევრის პროფილის შექმნისა და მართვის საკითხები, ისწავლეს სამეცნიერო ნაშრომების განთავსებისა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის ხერხები.
პრაქტიკული რჩევები მკითხველებისთვის, koha და მკითხველთა სერვისები – დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზებჯ, მეტი გაიგეს koha – სა და მკითხველად ყოფნის შესაძლებლობებზე.
მონაწილეებმა დაათვალიერეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის რარიტეტული წიგნების არაჩვეულებრივი გამოფენა;


კომენტარები