მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიში და ახალი სამწლიანი 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა.
შეხვედრა წარიმართა შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების – სტუდენტების, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის, კურსდამთავრებულების, დამსაქმებლების – ჩართულობით.
СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო პრეზენტაცია/საჯარო განხილვა ჩატარდა Zoom-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
ახალი უმაღლესი სასწავლებელი მადლობას უხდის დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის!