ახალი უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზებით იმართება VII სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: “COVID-19-ის პანდემიის გავლენა მსოფლიოს საზოგადოებრივ ურთიერთობებზე”
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სამი მიმართულება/სექცია:
1) ბიზნესის ადმინისტრირება;
2) ტურიზმი;
3) საერთაშორისო ურთიერთობები.
მოხსენებისთვის განკუთვნილი დრო : 10 წთ.;
კითხვა-პასუხის რეჟიმი (დისკუსია): 5 წთ.
შეხვედრის ფორმატი: zoom აპლიკაცია (ნაშრომის დარეგისტრირების შემდეგ მონაწილე სტუდენტი მიიღებს შესაბამის ლინკს/ინფორმაციას);
კონფერენცია გაიმართება ოქტომბერში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@newuni.edu.ge.
საკონტაქტო პირი: სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი დავით გეფერიძე ტელ: 599 963 679