სლოვაკეთის რესპუბლიკა აცხადებს ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამას 2023-2024 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს,  PhD მკვლევრებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებს; სტუდენტებს და PhD მკვლევრებს ასევე შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. დეტალური ინფომაცია სასტიპენდიო პროგრამაზე და განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ შემეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk სტიპედიის პროგრამაში განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 31 ოქტომბრის 16 საათი ცენტალური ევროპის დროით. 2023 წლის 13 ოქტომბერს ცენტრალური ევროპის დროით 14:00-ზე დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე.