2020 წლის  22 და 23 დეკემბერს  ახალი უმაღლესი სასწავლებელი – NEWUNI – გიწვევთ   სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ონლაინ კონფერენციაზე

,,COVID 19 – ეკონომიკური, სამართლებრივი  და პოლიტიკური გამოწვევები’’

     კონფერენციის სამუშაო მიმართულებები:

  • COVID 19-ის გამოწვევები –  გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია;
  • COVID-19 და  ევროინტეგრაციის აქტუალური საკითხები;
  • სამართალი და კანონის უზენაესობა COVID-19 პირობებში
  • ტურიზმი COVID-19-ის გლობალური გამოწვევების პირობებში;
  • ონლაინ სწავლება COVID-19-ის გლობალური გამოწვევების პირობებში;
  • საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, თანამშრომლობის პერსპექტივები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინსტიტუციებს შორის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ COVID-19 -ის პირობებში.

კონფერენცია გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ZOOM აპლიკაციის მეშვეობით;

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;

კონფერენციის  მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი;

მოხსენებების/თეზისების/პრეზენტაციების  წარმოდგენის ბოლო ვადა –  1 დეკემბერი,

ელექტრონულ მისამართზე:  nodargrdzelishvili@newuni.edu.ge

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში  ,,დიპლომატია და სამართალი“. სტატიების გაფორმების წესი: იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ ნოდარ გრძელიშვილს, მობ.: 599 903 202; e-mail:  nodargrdzelishvili@newuni.edu.ge