ჩვენთან სასიამოვნო სიახლეა: ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა ახლახანს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი მიწვევა ქ. უტრეხტიდან (ჰოლანდია) უმაღლესი განათლების გუნდისგან- ,, ლიბელარიზმის სტიმულირება საერთაშორისო დონეზე“-‘’Stitching Libertas International“.

შეთავაზება სტუდენტებითვის შემდეგ კურსებზე:
*ინგლისური ენის ზაფხულის სკოლა- კურსი ხორციელდება ივლის-აგვისტოში ჰააგაში და მისი ხანგრძლივობაა 2-4 კვირა. ფასი დამოკიდებულია თარიღებზე;
* ინგლისური ენის ზამთრის კურსი- კურსი ხორციელდება დეკემბერ-იანვარში (2-4 კვირა). ფასი დამოკიდებულია თარიღებზე და იწყება -ერთ სტუდენტზე 2 კვირიანი კურსი 1275 ევროდან. უახლოესი კურსი შედგება ამსტერდამში 29. 12.2019- დან 10.01.2020 ის ჩათვლით(2 კვირა);
*მინი-MBA ამსტერდამში- ძალიან პოპულარული კურსი სტუმრებს შორის. კურსი მოიცავს თანამედროვე ბიზნესის ტენდენციებს, იგი ეხმარება სტუდენტს განავითაროს ლიდერობის უნარები. ასევე მონაწილეები ესტუმრებიან კომპანიებს და გაააქტიურებენ თავიანთ კავშირებს პროფესიონალებთან, რომლებიც სამომავლოდ დაეხმარებიან კარიერის შექმნაში. ამ კურსის ფასია 550 ევრო -ერთი კვირის მანძილზე. უახლოესი ჯგუფი კომპლექტდება 2019 წლის 24-29 ნოემბერს.
*სასწავლო ვიზიტი გაეროს ინსტიტუციებში ჰააგაში- მეორე პოპულარული კურსი, რომლის გავლის შედეგადაც სტუდენტები გაიგებენ და შეისწავლიან მეტ სიახლეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, გაეცნობიან მათ ადმინისტრაციას და მიიღებენ ცოდნას მათი მუშაობის შესახებ. ფასი ერთკვირიანი ვიზიტისა არის 550 ევრო. უახლოესი ჯგუფი გახსნილია 2019 წლის 20-25 ოქტომბრისთვის.
დეტალებისათვის მიმართეთ სერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.
☎️ 555 796-741 ნანა ციხისთავი