ახალი უმაღლესი სასწავლებლის ორგანიზებით ბოლონიაში გაიმართა ტრენინგი “ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აქტიური სწავლება”. ტრენინგი გახსნა ნიუ უნის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ. იტალიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ნიუ უნის, აგრეთვე სხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.