ახალ უმაღლეს სასწავლებელში 2020 წლის 24 იანვარს გაიხსნა ტურიზმის განვითარების ცენტრი, რომელსაც პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია ფლორენციის რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან. ტურიზმის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს აფილირებული პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი.
ტურიზმის განვითარების ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, 2020 წლის 14 ოქტომბერს, ნიუუნის სტუდენტებმა – აჩიკო ბრეგვაძემ, თამარ ალხაზაშვილმა, სოფი ჯოხაძემ, ანი ომიაძემ, ანანო მაისურაძემ და გიო კახიძემ – ცენტრის ხელმძღვანელთან ურთიერთშეთანხმებით მოიარეს ძველი თბილისი – მეტეხის, აბო თბილელის, სიონის, ჯვრის მამის, წმინდა ნიკოლოზის ტაძრები, გრიგორიანული ტაძარი, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი, მეტეხის ციხე; მსვლელობის დროს გადაიღეს რელიგიური ტურიზმის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა, რომელსაც დაურთეს ინფორმაცია ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ვიდეო, როგორც ნიუუნის სტუდენტების გზავნილი, გაეგზავნება რომუალდო დელ ბიანკოს სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც გაიმართება ფლორენციაში 2020 წლის 20 ოქტომბერს.