თუ ხარ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსშეწყვეტილი ან სტატუსშეჩერებული სტუდენტი, განახორციელე მობილობა ან აღიდგინე სტატუსი  ახალ უმაღლეს სასწავლებელში და ისარგებლე უპრეცედენტო შეთავაზებით:

  • მიიღე NEWUNI -ს გრანტი და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ისწავლე 875 ლარად /5 თვეზე გადანაწილებით/;
  • მიიღე NEWUNI -ს 500 ლარიანი გრანტი და დარჩენილი სწავლების პერიოდი ისწავლე 1750 ლარად ნაცვლად 2250-ისა;
  • გადაინაწილე წლიური საფასური 12 თვეზე ან სურვილის მიხედვით, თავადვე განსაზღვრე სწავლის საფასურის გადახდის თვე და რიცხვი /გრაფიკი/.

სწავლის გაგრძელება შესაძლებელია შემდეგ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ტურიზმი.

ადგილები შეზღუდულია, მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაცია 

ზემოაღნიშნული შეღავათებით სასწავლებელი უერთდება საქართველოს მთავრობის მოქალაქეებზე ზრუნვის ანტიკრიზისულ გეგმას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატავს კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით,  მოსახლეობისათვის ყოფის შემსუბუქებაში წვლილის შეტანის მზაობას.

გისურვებთ წარმატებას!

საკონტაქტო პირი:     სასწავლო პროცესის მართვის სამსახური

                                               მობ.: 592 11 11 00;   593 912 891