ახალი უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტებს სთავაზობს ახალი პარტნიორის- ,,ფეხტის უნივერსიტეტის“ (გერმანია) შემოთავაზებას ,,დაადის“ პროგრამით სარგებლობის შესახებ.
📣📣,,დაადის“ პროგრამა უფასოა სტუდენტთათვის და ითვალისწინებს სტუდენტების მონაწილეობას გერმანიის საზაფხულო სკოლაში ინტენსიური გერმანული ენის შესწავლასთან დაკავშირებით. სტუდენტები სასწავლებლად დაიყოფიან მცირე ჯგუფებად, წავლენ ექსკურსიებზე, დაესწრებიან, ვორკშოპებს გერმანული ენისა და გერმანიის, როგორც ინტერკულტურალიზმის ქვეყანათმცოდნეობის შესახებ. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ გერმანული ენის ცოდნის უნარები ოთხი მიმართულებით( მოსმენა, კითხვა, საუბრი და წერა) ინტენსიური სწავლებით( კვირაში 25 საათი). დამატებით საზაფხულო სკოლა ითვალისწინებს ვორკშოპებს გერმანულ ენასა და კულტურაში. ასევე მოეწყობა ექსკურსიები, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, გაეცნონ რეგიონის კულტურულ, ისტორიულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას.შერჩეული სტუდენტები გაიგზავნებიან გერმანიაში 2020 წლის 11აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
აპლიკაცია უნდა შეივსოს და გაიგზავნოს 2019 წლის 1 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ახალი უმაღლესი სასწავლებლის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.​ ☎️​ 555 796 741 ნანა ციხისთავი